მილანის "ინტერის" თავდამსხმელი ლაუტარო მარტინესი, რომელიც კატალონიის "ბარსელონას" მთავარი მიზანი და პრიორიტეტია, შეიძლება ესპანელებს აღარ შეუერთდეს.
La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, "ინტერის" პრეზიდენტი სტივენ ჩჟანი არ აპირებს იმ ვარსკვლავების გაყიდვას, რომლებსაც თავად არ აქვთ გუნდის დატოვების სურვილი. ლაუტაროს კი არ უთქვამს ხელმძღვანელობისთვის, რომ წასვლა უნდა.
წყაროს განცხადებით, "ინტერი" სერიოზულ გეგმებს აწყობს და უახლოეს მომავალში ტიტულების მოგებას დაიწყებს. შესაბამისად, არგენტინელი აცნობიერებს კლუბის მომავალსა და პოტენციალს და არსად გადასვლის სურვილი არ აქვს.
მარტინესის კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა 111 მილიონ ევროს შეადგენს. სხვა ნებისმიერ
შემოთავაზებას გუნდი არ განიხილავს.
მიმდინარე სეზონში ლაუტარომ 22 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.