ლევან მჭედლიძის ყოფილმა კლუბმა აგენტებს 2019 წელს საოცარი თანხა გადაუხადა

AutoSharing Option
იტალიის ფეხბურთის ფედერაციის გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით გაირკვა, თუ რა თანხა გადაუხადეს კლუბებმა აგენტებს 2019 წელს.

ციფრები შთამბეჭდავია - სერია A-ს კლუბებმა საფეხბურთო აგენტებს, ჯამში, 187 მილიონ 851 ათას 487 ევრო და 86 ევროცენტი გადაუხადეს, 16,3 მილიონით მეტი, ვიდრე 2018 წელს. ამ თანხაში არ შედის თავად ფეხბურთელების მიერ თავიანთი აგენტებისთვის გადახდილი თანხა. ეს მაჩვენებელი კი 13 693 103 ევრო იყო.

იტალიის ჩემპიონატის კლუბებიდან ყველაზე მეტი აგენტებს ტურინის "იუვენტუსმა" გადაუხადა - 44,3 მილიონი ევრო. კიდევ 3-მა კლუბმა დახარჯა "საფეხბურთო მაჭანკლებში" 10 მილიონ
ევროზე მეტი: "ინტერმა" (31, 8 მლნ), "რომამ"(23,2 მლნ) და "მილანმა"(19,6 მლნ).

რაც შეეხებათ სერია B-ს, ამ ლიგის ბინადარმა კლუბებმა აგენტების მომსახურებაში 19 325 324 მილიონი ევრო გადაიხადეს, მათ შორის ლევან მჭედლიძის ყოფილმა გუნდმა "ემპოლიმ" 6 ევრო დახარჯა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
6 ევრო?
Maxo
12:52 02-04-2020
0
მჭედლიძე რა შუაშია?
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული