იტალიური გამოცემა Tuttosport-ის ინფორმაციით, რომის "ლაციო" მზად არის ცენტრფორვარდ ჩირო იმობილეს შეელიოს, ოღონდ ძალიან დიდი თანხის სანაცვლოდ.
წყაროს ცნობით, იმობილეთი დაინტერესებულ "ნაპოლისა" და "ევერტონს" იმობილეს ფასი ამცნო, რომელიც 80 მილიონ ევროს შეადგენს. იმობილე იტალიის სერია A-ს მიმდინარე გათამაშების საუკეთესო ბომბარდირია, 26 ჩატარებულ შეხვედრაში 27 გოლი გაიტანა.
აქამდე იმობილე ტურინის "იუვენტუსის", "სიენას", "ჯენოას", "ტორინოს", დორტმუნდის "ბორუსიასა" და "სევილიას" რიგებში თამაშობდა. ეროვნულ ნაკრებში იმობილეს 39 მატჩი აქვს ჩატარებული, რომლებშიც 10 გოლის გატანა მოახერხა.
"ექსპერტ-ვირუსოლოგიც გახდი უკვე?" - "ლაციოსა" და "იუვეს" პრეზიდენტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
"ბარსელონა" "ლაციოს" მცველში 40 მილიონ ევროს გადაიხდის, თუმცა მცველს წასვლა არ უნდა