კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი, შესაძლოა, "მილანში" გადავიდეს.
ადრე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონა" რაკიტიჩის გაყიდვას 20 მილიონ ევროდ აპირებდა. თვითონ ფეხბურთელიც გუნდიდან წასვლაზე თანახმა იყო, რამდენადაც სულ უფრო მცირე სათამაშო დრო ეძლევა.
ივანი "ბარსელონაში" 2014 წელს "სევილიიდან" გადავიდა. ამ პერიოდში მან 299 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 34 გოლი და 41 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
მიმდინარე სეზონში ხორვატმა 31 შეხვედრა გამართა და 4 საგოლო გადაცემა გააკეთა.
შეგახსენებთ, ამჟამად ესპანეთის ჩემპიონატი კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებულია.