"იუვენტუსი" 3 ფეხბურთელს პოგბას გამო შეელევა, მაგრამ ის მაინც სხვაგან წავა?

AutoSharing Option
Football Italia-ს წყაროზე დაყრდნობით, ტურინის "იუვენტუსი" პოგბას დაბრუნებისთვის ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს. 27 წლის ფრანგის დასაბრუნებლად, გუნდი მზადაა შეელიოს ნახევარმცველ მირალემ პიანიჩს, თავდამსხმელ ფედერიკო ბერნანდესკის და ნახევარმცველ დეიან კულესოვსკის, რომელიც ამჟამად "პარმაშია" იჯარის წესით.

აღსანიშნავია, რომ პოგბასთვის, "იუვენტუსის" გარდა, მადრიდის "რეალიც" იბრძოლებს. ამ შემთხვევაში, წყაროს ცნობით, ესპანელების შანსები უფრო მაღალია და გამორიცხული არ არის, რომ პოგბამ კარიერა სწორედ მადრიდში გააგრძელოს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული