ანალიტიკური ცენტრი CIES Football Observatory თვლის, რომ კორონავირუსის გამო ფეხბურთელთა სატრანსფერო ფასები მნიშვნელოვნად შემცირდება.
თუ ივნისის ბოლომდე სეზონი არ განახლდება და კლუბები ფეხბურთელებს კონტრაქტებს არ გაუგრძელებენ, ტოპ 5-ის ლიგებში მათი ფასები 28%-ით შემცირდება - 32.7 მილიარდი ევროდან 23.4 მილიარდამდე.
ეს დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე: მოთამაშის ასაკზე, ხელშეკრულების ხანგრძლივობაზე, კარიერასა და უკანასკნელ შედეგებზე.
ყველაზე მეტად გაუფასურდებიან ასაკოვანი ფეხბურთელები, რომელთაც მოკლევადიანი კონტრაქტები აქვთ და ამ სეზონში ბევრი არ უთამაშიათ.
სავარაუდოდ, "მანჩესტერის" ნახევარმცველ პოლ პოგბას ფასი 65 მილიონიდან 35 მილიონამდე შემცირდება.