მილანის "ინტერის" ყოფილი მფლობელი მასიმო მორატი თვლის, რომ გუნდს შეუძლია ლიონელ მესის ტრანსფერზე ოცნება, რამდენადაც ეს რეალობიდან შორს არ არის.
"ეს შეუძლებელი ოცნება არაა. ვფიქრობ, შეუძლებელი არც მესისა და "ბარსელონას" ხელმძღვანელობას შორის კონფლიქტამდე იყო. "ინტერის" მფლობელები უნდა შეეცადონ, გუნდში მესი მოიყვანონ.
არ ვიცი, კრონავირუსის პანდემია ამ ყველაფერზე დადებითად იმოქმედებს თუ უარყოფითად, თუმცა ერთი რამ გარდაუვალია - ბევრი უცნაური და აქამდე წარმოუდგენელი ამბები მოხდება. ლაუტარო მარტინესი უფრო დიდ შეთანხმებებში უნდა გამოიყენონ. ჩართონ ის ლიონელის ტრანსფერში", - განაცხადა მორატიმ.