სერია A-ს ოცივე გუნდს რომში გამოკეტავენ და ჩემპიონატს ჩაამთავრებინებენ?

AutoSharing Option
იტალიის ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსის გამო შეჩერებული სერია A-ს განახლების სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს, - იტყობინება "რეპუბლიკა".

ერთ-ერთი ვარიანტი, რომელსაც სხვათა შორის, კლუბების უმეტესობა ეთანხმება, შემდეგში მდგომარეობს: ოცივე გუნდი რომის რეგიონში გაივლის მცირე შეკრებას და დედაქალაქის სტადიონებზე ჩაატარებს დარჩენილ მატჩებს. გეგმის მიხედვით, ეს ყველაფერი 45 დღეში უნდა მოესწროს.

ფეხბურთელები სისტემატურად ტესტირებას გაივლიან., თამაშებზე ჟურნალისტებიც კი არ დაიშვებიან, ხოლო მსაჯები შეკრებას გუნდებთან ერთად გაივლიან.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული