Tuttosport-ის მიხედვით, პსჟ მზად არის, "მილანის" მეკარის, ჯანლუიჯი დონორუმას შესაძენად მოლაპარაკებებში საკუთარი მეკარე ალფონსო არეოლა ჩართოს და მასთან ერთად საკმაოდ დიდი თანხაც გადაიხადოს.
თუმცა დონორუმასთვის ლონდონის "ჩელსიც" აპირებს ბრძოლას. თავის მხრივ, "არისტოკრატები", ასევე, თავის მეკარე კეპა არისაბალაგას გამოიყენებს ტრანსფერის განსახორციელებლად.
თავად "მილანელებს" კი ჯანლუიჯის გაყიდვა ყოველგვარი კომპენსაციისა და გაცვლის გარეშე სურთ.
დონორუმა "მილანის" ღირსებას 2015 წლიდან იცავს. 5 წლის განმავლობაში მან 190 მატჩი ჩაატარა, 199 გოლი გაუშვა და 69-ჯერ კარი მშრალად შეინახა. მისი კონტრაქტი გუნდთან 2021 წლამდეა გათვლილი.