ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს - "ინტერი" ერთს ამტკიცებს, ლუკაკუ მეორეს

AutoSharing Option
მილანის "ინტერში" გუნდის ბელგიელი ფორვარდის, რომელუ ლუკაკუს განცხადება უარყვეს, რომელმაც ისაუბრა ჯანმრთელობის პრობლემებზე, რომლებიც მათი კლუბის ფეხბურთელებს იანვარში შეექმნათ.

La Gazzetta dello Sport-ი კლუბის წარმომადგენელ წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ გრიპის სინდრომი გუნდში მხოლოდ 4 ფეხბურთელს ჰქონდა: სტეფან დე ვრეის, მილან შკრინიარს, დანილო დეამბროზიოსა და ალესანდრო ბასტონს. სხვა ფეხბურთელები, რომლებიც იმ დროს მკურნალობდნენ, ტრავმის შემდეგ აღდგენით პროცესს გადიოდნენ.

"ინტერში" ლუკაკუს განცხადებით უკმაყოფილონი დარჩნენ, თუმცა იქვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელის ბოდიში მიიღეს და პრობლემათა კლუბის შიგნით მოგვარების გადაწყვეტილება მიიღეს.

შეგახსნებთ, რომ რომელუ
ლუკაკუმ "ინსტაგრამის" პირდაპირ ეთერში დრის მერტენსის საცოლე კეტრინ კერჰოფსთან საუბრისას განაცხადა, რომ იანვარში ძირითადი გუნდის 25 ფეხბურთელიდან 23 ავად იყო. მისი თქმით, ყველას ყელის სტკიოდა და მაღალი ტემპერატურა ჰქონდა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
გავიგე ანჟელა დააინფიცირესო, არა მჯერა, როგორ შეიძლება ანჟელა დააინფიცირო, როცა ამდენი დასაინფიცირებელი დადის გარშემო?!
მეზობელი
16:13 01-05-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული