"მილანის" ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ უკანასკნელ წლებში გუნდის წარუმატებლობის მიზეზები განმარტა.
"მოკლედ გეტყვით, რეგრესი ვარსკვლავების გაყიდვით დაიწყო, როდესაც 2012 წელს ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ტიაგო სილვა პსჟ-ში წავიდნენ.
2011 წელს ჩემპიონები გავხდით და 2012-შიც ტიტულის მოგებასთან ახლოს ვიყავით, მაგრამ ბოლოს პოზიციები დავთმეთ.
ეს ჩვენი ბრალია, რადგან თასზე გამარჯვებაც გვინდოდა და ტიაგო სილვა გადავღალეთ. ნახევარფინალში რომ არ ეთამაშა, შეიძლება ყველაფერი სხვანაირად მომხდარიყო.
ეს ჩვენი ბრალია, რადგან თასზე გამარჯვებაც გვინდოდა და ტიაგო სილვა გადავღალეთ. ნახევარფინალში რომ არ ეთამაშა, შეიძლება ყველაფერი სხვანაირად მომხდარიყო.
კარლოს ტევესი რომ შეგვეძინა, 2012 წელს აუცილებლად მოვიგებდით სკუდეტოს. ტევესი-იბრაჰიმოვიჩის ტანდემზე ვოცნებობდი, მაგრამ ეს არ მოხდა", - განაცხადა გალიანიმ.