"ლაციო" და "რომა" გიოტცესთვის იბრძოლებენ

AutoSharing Option
იტალიური გუნდები მარიო გიოტცეს გადაბირებაზე ნამდვილ ომს აცხადებენ. განსაკუთრებით აქტიურები კი "ლაციო" და "რომა" იქნებიან.

La Gazzetta dello Sport-ის მიხედვით, "არწივები" მზად არიან, გერმანელს 4-მილიონიანი კონტრაქტი შესთავაზონ. თუმცა დორტმუნდის "ბორუსიაში" მარიო სეზონში 10 მილიონ ევროს იღებს.

აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელის აგენტი არაერთხელ აცხადებს, რომ მის კლიენტს ზაფხულში გუნდის შეცვლა სურს.

მიმდინარე სეზონში 27 წლის მარიომ 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც გუნდს 3 გოლი და 1 შედეგიანი გადაცემა მოუტანა.

შეგახსენებთ, გიოტცეს კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისს იწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთელმა
გუნდი შესაძლოა სრულიად უფასოდ დატოვოს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული