იმობილე: "სევილიაში" მივხვდი, რომ ემერი საერთოდ ვერ აზროვნებს

AutoSharing Option
"ლაციოს" თავდამსხმელმა ჩირო იმობილემ მწვრთნელ უნაი ემერის ხელმძღვანელობით "სევილიაში" გატარებული კარიერის პერიოდი გაიხსენა.

"სევილიაში" თავს კომფორტულად არ ვგრძნობდი, თავის გამოჩენის შესაძლებლობას ხშირად არ მაძლევდნენ. გუნდის დატოვებას ვაპირებდი, მაგრამ ემერიმ დარჩენა მთხოვა.

ამის შემდეგ პირველივე მატჩში დუბლი შევასრულე, ემერიმ კი ძირითადი შემადგენლობიდან ამომაგდო. მაშინ მივხვდი, რომ საერთოდ ვერ აზროვნებს", - განუცხადა იმობილემ ElDesmarque-ს.

2015-16 წლების სეზონში იმობილემ ლა ლიგას 15 მატჩში 4 გოლი გაიტანა და "ტორინოში" გადაბარგდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული