მილანის "ინტერისა" და იტალიის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავის, "სერია ა"-ს 1987 წლის საუკეთესო ფეხბურთელ ვალტერ ძენგას შესახებ ფილიპო ინძაგის მიერ გაწვრთნილი "ბენევენტოს" გერმანელმა ნახევარმცველმა ოლივერ კრალმა ისაუბრა.
"როცა "კროტონედან" დავიდე ნიკოლა წავიდა, ის ვალტერ ძენგამ ჩაანაცვლა, რომელიც, მინდა გითხრათ, ნამდვილი ნეხვია.
"კროტონეში" ყოფნის განმავლობაში სულ მპირდებოდა, რომ მათამაშებდა, თუმცა სიტყვა არასდროს შეუსრულებია. შეიძლება უტრაკო იყო და საკუთარი გადაწყვეტილების შესრულება არ შეეძლო, კლუბის ბოსების ეშინოდა.
თუმცა, მე ვიცი, რაც შემიძლია და იმ გუნდში თამაშს ვიმსახურებდი. "კროტონეს" მარცხენა ფლანგზე ფრანკ რიბერი რომ ჰყოლოდა,
ხმას არ ამოვიღებდი, თუმცა ასე ნამდვილად არ გახლდათ.
ზამთრის პაუზის წინ, "მილანთან" გამართულ შეხვედრაში რამდენიმე წუთით მათამაშა და ძალიან ბედნიერი ვიყავი, შესვენების მალე დასრულება მინდოდა. 2 დღის შემდეგ კი, როცა დუბაიში ვიყავი, მრჩეველმა დამირეკა და მითხრა, რომ "კროტონეს" ჩემი თავიდან მოშორება უნდოდა. მეც ვუთხარი: "ერთი მაგათი დედაც, დაუყოვნებლივ წამოვალ!", - აღნიშნა ფეხბურთელმა.
მას შემდეგ კრალი და ძენგა ერთმანეთს არ შეხვედრიან. ფეხბურთელი კი "მილანის" ყოფილი ვარსკვლავის, ფილიპო ინძაგის ხელმძღვანელობით ვარჯიშობს და თავს ბედნიერადაც გრძნობს.