იტალიის სპორტის მინისტრი ვინჩენცო სპადაფორა კორონავირუსის გამო შეჩერებული სერია A-ს განახლებას ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს, - იტყობინება Football Italia.
გამოცემის მტკიცებით, ქვეყნის მთავრობა სეზონის განახლების უფლებას არ იძლევა.
"ჩვენ სამეცნიერო კომიტეტთან მოლაპარაკებას ვაწარმოებთ. სეზონის განახლება ნაკლებად სავარაუდოდ მესახება. მე მესმის: ფეხბურთელებს მალე ვარჯიშის დაწყება და თამაში უნდათ.
თუმცა მთავარი უსაფრთხოება და მომავალი სეზონია", - განაცხადა სპადაფორამ.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალიის ჩემპიონატი 27 მაისს განახლდებოდა.