"ატალანტას" 19 წლის ფეხბურთელი გარდაიცვალა

AutoSharing Option
ბერგამოს "ატალანტამ" საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ კლუბის 19 წლის ნახევარმცველი ანდრეა რინალდი გარდაიცვალა.

რამდენიმე დღის წინ ფეხბურთელმა ტვინის ანევრიზმა გადაიტანა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

"შენ მოედანზე უკანასკნელი იყავი, ვინც ნებდებოდა და ახლაც ბოლომდე იბრძოლე, რათა ასე ადრეულ ასაკში არ გარდაცვლილიყავი. შენი ღიმილი გულში სიცოცხლის ბოლომდე ყველა იმ ადამიანს დარჩება, ვისაც შენთან შეხვედრა უხაროდა. ანდრეა, გემშვიდობებით", - წერია კლუბის განცხადებაში.

რინალდი "ატალანტას" აღზრდილია და კლუბის სხვადასხვა ასაკობრივ გუნდში თამაშობდა. ბოლო სეზონი კი ახალგაზრდა ფეხბურთელმა სერია D-ს
კლუბ "ლენიანოში" გაატარა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ძალიან სამწუხროა ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალება, მაგრამ
SL -ს კატეგორიულად არ ვეთანხმები. მედიამ ყველაფერი უნდა გააშუქოს. სხვანაირად არ შეიძლება. ეს აქსიომაა.
ავთო
20:01 11-05-2020
8
ბატონო ხვიჩა რატო წერთ ესეთ სტატიებს. მაშინ ისიც დაწერეთ წინა კვირას აზიაში ახალგაზრდა ფეხბურთელი გარდაიცვალა, იმის წინა კვირას სამხრეთ ამერიკაში კიდევ ერთი. და გააკეთეთ ვაფშე ფეხბურთელების ნეკროლოგების ერთი გვერდი. აქ ნუ დაწერთ. სპორტული საიტია. არ შეიძლება სადაც სიტყვა "ფეხბურთი? შეგხვდებათ ყველაფერი აქ მოიტანოთ. თუ გამომუშავებაზე ბრძანდებით, მაშინ ყველაფერი გასაგებია, პირადად თქვენთან არანაირი პრეტენზია არა მაქვს.
3

სიახლეები პოპულარული