მირანჩუკს იტალიაში ეპატიჟებიან

AutoSharing Option
ბერგამოს "ატალანტა" თითქმის მოლაპარაკების ბოლო ეტაპზეა მოსკოვის "ლოკომოტივთან". ბერგამოელები საკუთარ რიგებში ალექსეი მირანჩუკს ეპატიჟებიან. რუსი ნახევარმცველის სავარაუდო ღირებულებად 14 მილიონი ევრო სახელდება. 

როგორც ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, იტალიური კლუბი მხოლოდ მირანჩუკთან პირად დეტალებზე უნდა შეთანხმდეს.

შეგახსენებთ, რომ განახლებულ სეზონში მირანჩუკმა "ლოკომოტივის" რიგებში 2 მატჩის გამართვა მოასწრო და ორი გოლიც გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული