ბერგამოს "ატალანტამ" საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ კლუბის 19 წლის ნახევარმცველი ანდრეა რინალდი გარდაიცვალა.
რამდენიმე დღის წინ ფეხბურთელმა ტვინის ანევრიზმა გადაიტანა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.
"შენ მოედანზე უკანასკნელი იყავი, ვინც ნებდებოდა და ახლაც ბოლომდე იბრძოლე, რათა ასე ადრეულ ასაკში არ გარდაცვლილიყავი. შენი ღიმილი გულში სიცოცხლის ბოლომდე ყველა იმ ადამიანს დარჩება, ვისაც შენთან შეხვედრა უხაროდა. ანდრეა, გემშვიდობებით", - წერია კლუბის განცხადებაში.
რინალდი "ატალანტას" აღზრდილია და კლუბის სხვადასხვა ასაკობრივ გუნდში თამაშობდა. ბოლო სეზონი კი ახალგაზრდა ფეხბურთელმა სერია D-ს
კლუბ "ლენიანოში" გაატარა.
SL -ს კატეგორიულად არ ვეთანხმები. მედიამ ყველაფერი უნდა გააშუქოს. სხვანაირად არ შეიძლება. ეს აქსიომაა.