"მილანი" "ზენიტის" ფორვარდით დაინტერესდა და მის შეძენას ზაფხულშივე აპირებს

AutoSharing Option
Calciomercato-ს ცნობით, "ზენიტის" ფორვარდ არტიომ ძიუბაში "მილანი" საკუთარი თავდასხმის ხაზის გაძლიერების კარგ ვარიანტს ხედავს.

იტალიელები მზად არიან, ძიუბა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეიძინონ. ტრანსფერის პოტენციური თანხა არ საჯაროვდება.

არტიომსა და "ზენიტს" კონტრაქტი 2020 წლის 30 ივნისამდე აკავშირებთ, თუმცა არსებობს ინფორმაცია, რომ ფეხბურთელს პეტერბურგელებთან შრომითი ხელშეკრულების გახანგრძლივება სურს. მიმდინარე სეზონში მან 28 მატჩში 15 გოლი და 12 საგოლე გადაცემა მოუტანა გუნდს.

რამდენიმე დღის წინ იტალიურმა პრესამ ძიუბა "ლაციოს" დაუკავშირა.



მკითხველის კომენტარები / 2 /
ჩაკვეტაძის რომაში გადასვლა?
ირაკლი
13:59 14-05-2020
0
ზღაპარი
L.J.
10:38 13-05-2020
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული