იტალიელმა ჟურნალისტმა ნიკოლა სკირამ "თვითერის" მეშვეობით განაცხადა, რომ Covid-19-ის ტესტირების შედეგად "მილანის" 3 ფეხბურთელს კორონავირუსზე დადებითი პასუხი მოუვიდა.
"Covid-19 ფეხბურთში ისევ ძლიერია. "ფიორენტინას" 4 და "სამპდორიას" 3 ახალ შემთხვევასთან ერთად, "მილანში" კიდევ 3 დაინფიცირებული აღმოჩნდა. სერია A-ს რესტარტი დღითი დღე რთულდება."
იტალიის ჩემპიონატი კორონავირუსის პანდემიის გამო 10 მარტს შეჩერდა. მიმდინარე კვირას ზოგიერთმა კლუბმა ინდივიდუალური ვარჯიში განაახლა.