"ლაციო" ყველა კანონს არღვევს და არც ადარდებთ

AutoSharing Option
Corriere della Serra-ს ინფორმაციით, რომის "ლაციო" ქვეყნის ხელისუფლების მიერ გამოცხადებულ ბრძანებებს არღვევს და სავარჯიშო პროცესი განაახლა.

გამოცემის მიხედვით, "ბიანკოჩელესტიმ" გუშინ, 14 მაისს, ერთიანი ვარჯიში გამართა. თუმცა, იტალიის მთავრობის ბრძანების მიხედვით, კარანტინის გამო ამდენი ადამიანის შეკრება აკრძალულია, ვარჯიშის ჩატარების უფლება სპორტულ კლუბებს კი 18 მაისიდან აქვთ.

თუმცა, როგორც ჩანს, ლოტიტოს ("ლაციოს" პრეზიდენტი) არც ანაღვლებს ეს მითითებები და ცდილობს, სხვა კლუბებს თუნდაც 4 დღით დაასწროს ვარჯიშის დაწყება და ფორმის აღდგენის პროცესი უფრო ადრე დაიწყოს.

აღსანიშნავია, რომ სულ ცოტა ხნის წინ რომაული კლუბის
ექიმმა სერია А-ს სამედიცინო პროტოკოლი მკაცრად გააკრიტიკა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იტალიის უმაღლესი დივიზიონის კლუბები ჩემპიონატის 13 ივნისს განახლებაზე შეთანხმდნენ.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული