კიელინი: რამოსმა სალაჰს ტრავმა გენიალურად მიაყენა. ის საუკეთესო მცველია

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" მცველი ჯორჯო კიელინი აღტაცებულია სერხიო რამოსით, კერძოდ კი იმ გზით, თუ როგორ მიაყენა ესპანელმა ტრავმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ლივერპულის" თავდამსხმელს მოჰამედ სალაჰს. ამის შესახებ ის თავის ავტობიოგრაფიაში წერს.

"რამოსი - მსოფლიოში საუკეთსო მცველია. ამბობენ, ის იმპულსურია, არ ითვალისწინებს ტაქტიკას და სეზონში 8-10 გოლი მისი შეცდომის მერე გადის. ასევე, ამბობენ, რომ ის ძალიან ტექნიკურია და თავისუფლად შეუძლია თავდამსხმელად თამაში. სერხიო ჩემი სრული საპირისპირო ვერსიაა.

თუმცა მას აქვს ორი ისეთი უნარი, რომელიც სხვას არავის გააჩნია. სერხიოს შეუძლია დიდ მატჩებში უმნიშვნელოვანესი
როლი შეასრულოს. მისი მოქმედებები ლოგიკას არ ექვემდებარება. მას არაამქვეყნიური ეშმაკობით შეუძლია მოწინააღმდეგეს ტრავმა მიაყენოს.

ის, რაც მან ჩემპიონთა ლიგის 2018 წლის ფინალში სალაჰს გაუკეთა, უბრალოდ გენიალურია. ის ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ ტრავმა შემთხვევით მიაყენა, თუმცა სერხიომ იცოდა, რომ თუ ასე დაეცემოდა და მოწინააღმდეგეს ხელს არ გაუშვებდა, 10-დან 9 შემთხვევაში, შესაძლოა მეტოქეს ხელი მოსტეხოს." - წერს კიელინი.


მკითხველის კომენტარები / 8 /
Zogjer mgonia rom politikaze aris saubari da ara sportze. Genialurad miyenenuli tramva ras qvia, pativiscemas imsaxurebs anu? Iqet materacis damcvelebi gamouchnda, zidanma cudad moiqcao turme. Ra ubedurebaa raqvia amas arvici.
Milani
17 მაისი 2020 14:36
1
აზრზე არ ხართ. მაგ ეპიზოდში სალაჰი იყო დასაჯარიმებელი. ეგ ცდილობდა აკრძალული ხერხით რამოსის ჩამოშორებას. ვერ შეძლო შეჩერება და თვითონ გაუყარა ხელუ. რამოსს არც დაუჭერია სალაჰის მკლავი. უბრალიდ შეეძლო ემოქმედა ისე რომ ტრავმა არ მიეღო სალაჰს. მაგრამ ამის გამო უნდა დაეკარგა ბურთი
max
16 მაისი 2020 21:54
17
tramvis miyeneba genialuri kiara sibindzurea. rac fexburts amaxinjebs.
opa
16 მაისი 2020 20:42
3
მიზანი ამართლებს საშუალებას. 5 წელიწადში ლივერპულის ფანების გარდა არავის ემახსოვრება ეს ეპიზოდი. ისევე, როგორც პიკეს ხელით აღებული ბურთები არ ახსოვს არავის ჩელსისთან 10 წლის წინ. რამოსი კი მალდინის და სხვების გვერდით ყველა დროის საუკეთესო მცველებს შორის იქნება.
Lasha
16 მაისი 2020 18:37
11
რამოსი როგორც ყველაზე უხეში ფეხბურთელი, ყველას ემახსოვრება.
vaska
16 მაისი 2020 21:44
10
მატერაცის და ზიდანის ამბავი ხომ გვახსოვს?ეგეც მაგ რანგშია და არავინ დაივიწყებს.
სოსო
16 მაისი 2020 20:32
4
რამოსი როგორც ფეხბურთელი მაგარია,მაგრამ როგორც მებრძოლი მინდორზე უბინძურესი.
sake
16 მაისი 2020 16:11
9
Genialurad miyenebuli tramva arvici ras qvia. Es materacis ki icnons ise
Milani
16 მაისი 2020 15:03
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული