კიელინი: რამოსმა სალაჰს ტრავმა გენიალურად მიაყენა. ის საუკეთესო მცველია

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" მცველი ჯორჯო კიელინი აღტაცებულია სერხიო რამოსით, კერძოდ კი იმ გზით, თუ როგორ მიაყენა ესპანელმა ტრავმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ლივერპულის" თავდამსხმელს მოჰამედ სალაჰს. ამის შესახებ ის თავის ავტობიოგრაფიაში წერს.

"რამოსი - მსოფლიოში საუკეთსო მცველია. ამბობენ, ის იმპულსურია, არ ითვალისწინებს ტაქტიკას და სეზონში 8-10 გოლი მისი შეცდომის მერე გადის. ასევე, ამბობენ, რომ ის ძალიან ტექნიკურია და თავისუფლად შეუძლია თავდამსხმელად თამაში. სერხიო ჩემი სრული საპირისპირო ვერსიაა.

თუმცა მას აქვს ორი ისეთი უნარი, რომელიც სხვას არავის გააჩნია. სერხიოს შეუძლია დიდ მატჩებში უმნიშვნელოვანესი
როლი შეასრულოს. მისი მოქმედებები ლოგიკას არ ექვემდებარება. მას არაამქვეყნიური ეშმაკობით შეუძლია მოწინააღმდეგეს ტრავმა მიაყენოს.

ის, რაც მან ჩემპიონთა ლიგის 2018 წლის ფინალში სალაჰს გაუკეთა, უბრალოდ გენიალურია. ის ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ ტრავმა შემთხვევით მიაყენა, თუმცა სერხიომ იცოდა, რომ თუ ასე დაეცემოდა და მოწინააღმდეგეს ხელს არ გაუშვებდა, 10-დან 9 შემთხვევაში, შესაძლოა მეტოქეს ხელი მოსტეხოს." - წერს კიელინი.


მკითხველის კომენტარები / 8 /
რამოსი როგორც ფეხბურთელი მაგარია,მაგრამ როგორც მებრძოლი მინდორზე უბინძურესი.
sake
16:11 16-05-2020
9
აზრზე არ ხართ. მაგ ეპიზოდში სალაჰი იყო დასაჯარიმებელი. ეგ ცდილობდა აკრძალული ხერხით რამოსის ჩამოშორებას. ვერ შეძლო შეჩერება და თვითონ გაუყარა ხელუ. რამოსს არც დაუჭერია სალაჰის მკლავი. უბრალიდ შეეძლო ემოქმედა ისე რომ ტრავმა არ მიეღო სალაჰს. მაგრამ ამის გამო უნდა დაეკარგა ბურთი
17

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული