"იუვენტუსმა" ვილიანი შეიძლება უფასოდ ჩაიგდოს ხელში

AutoSharing Option
"ჩელსის" ნახევარმცველმა ვილიანმა შეიძლება კარიერა "იუვენტუსში" გააგრძელოს.

"სპორტ მედიასეტის" ცნობით, ვილიანი ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება და "იუვე" მის გადაბირებას შეეცდება.

31 წლის ვილიანს "ჩელსი" კონტრაქტის ორი სეზონით გახანგრძლივებას სთავაზობს, ის კი სამსეზონიანს ითხოვს და არაა გამორიცხული, ამით "იუვენტუსმა" ისარგებლოს, მით უმეტეს ტურინული გუნდის მწვრთნელს მაურიციო სარის მასთან კარგი ურთიერთობა აქვს.

ვილიანის სამსახურით აგრეთვე "არსენალია" დაინტერესებული.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული