"იუვე" 4 ფეხბურთელს იტალიის ნაკრების შემტევის სანაცვლოდ ჩამოდის

AutoSharing Option
Tuttosport-ის ინფორმაციით, ტურინის "იუვენტუსს" კვლავ აინტერესებს ფლორენციის "ფიორენტინას" შემტევი ფედერიკო კიეზა და მზად არის, თანხის გარდა, "ფიორეს" 4 ფეხბურთელიდან 2 დაუთმოს.

აღნიშნული ფეხბურთელი გახლავთ მეკარე მატია პერინი, მცველები: დანიელე რუგანი, ლუკა პელეგრინი და კრისტიან რომერო.

ფედერიკო კიეზამ 2019/20 წლების სეზონში "ფიორენტინას" რიგებში ყველა ტურნირზე 26 მატჩი გამართა. 22 წლის ფორვარდის ანგარიშზე 7 გატანილი გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.

მოგეხსენებათ, კორონავირუსით გამოწვეული შეჩერების შემდეგ იტალიის ჩემპიონატი 20 ივნისს უნდა განახლდეს. 22 ივნისს "ფიორენტინა" "ბრეშიას" უმასპინძლებს, ხოლო "იუვენტუსი" გასვლაზე "ბოლონიას" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული