ნოჩერინო: მჭედლიძე რეჟიმს არ იცავდა; ვინც იცავდა, იმათ კარიერას დაეტყო

AutoSharing Option
"პალერმოს", "მილანისა" და იტალიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ადრიანო ნოჩერინომ ilovepalermocalcio-სთან საუბარში სიცილიურ კლუბში გატარებული პერიოდი გაიხსენა და ლევან მჭედლიძეც ახსენა.

"ვინ არ სცემდა პატივს წესებს? ჩემი აზრით, ასეთები აბელ ერნანდესი და ლევან მჭედლიძე იყვნენ.

ვინ ემორჩილებოდა რეჟიმს? ხავიერ პასტორე, იოსიბ ილიჩიჩი, ფედერიკო ბალზარეტი და მატეო დარმიანი. ეს თვისება ამ ფეხბურთელებს საკლუბო კარიერაზეც დაეტყოთ და ყველა მათგანმა ითამაშა ეროვნულ ნაკრებშიც", - აღნიშნა ნოჩერინომ.

ლევან მჭედლიძე "პალერმოს" ღირსებას 2008/09 წლების სეზონში იცავდა. მაშინ სიცილიელთა რიგებში ისეთი ფეხბურთელები თამაშობდნენ, როგორებიც იყვნენ: ფაბრიციო მიკოლი,
ედინსონ კავანი, მარკო ბრეშიანო, ფაბიო ლივერანი, ფედერიკო ბალზარეტი, საიმონ კიაერი, მარკო ამელია და სხვები.

ლევანმა "პალერმოს" რიგებში 1 გოლის გატანა მოახერხა - 2006 წლის 5 ოქტომბერს, "სტადიო ოლიმპიკოზე" "იუვენტუსთან" გასვლით შეხვედრაში 81-ე წუთზე ჯანლუიჯი ბუფონის კარი დალაშქრა და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა. მჭედლიძის გარდა, იმ შეხვედრაში გოლები ფაბრიციო მიკოლიმ და ალესანდრო დელ პიერომ შეაგდეს.



მკითხველის კომენტარები / 9 /
ჩემი თვალით მაინც არ მქონდეს ნანახი მჭედლიძის ქცევა სტადიონზე თუნდაც ტრიბუნაზე. 90 წუთის განმავლობაში ერთხელ არ შეუხედია მოედნისათვისგ ართულ იყო მანდილოსნებთან ბაასით და. და პ.ს. ყველა ქართველ კომენტატორს - გეყოფათ იდოტურო ფრაზა - მჭედლიძე გვაკლია . მჭედლიძე არა ვალტერ გუჩუა კიდე. 3 თუ ორი გოლი აქ კაცს გატანილი ნიკოლოზის დროს რა მჭედლიძე გაკლია თქვენ მართლა ხომ არ გაკლიათ?
Iberia
18 ივნისი 2020 21:36
2
ეს ალბათ იმის ბრალიცაა, რომ ჩვენ მაქსიმალისტები იშვიათად ვარ. ფეხბურთს და სპორტს ფულის შოვნის მიზნით მივდევთ და არა სპორტის სიყვარულით, მერეკი 2-3 მილიონის შოვნის შემდეგ მისია შესრულებულად მიგვაჩნია და არ ვიხსენებთ, რომ ცხოვრება გრძელია და ხვალ ის აღარ ხარ დღეს, რომ იყავი, ანუ დღეის დღიდან მაქსიმალური, რომ უნდა გამოწურო.
ჟორა
04 ივნისი 2020 09:37
1
რამდენი წელია ამას ვწერ ყველგან კომენტარებში და ყველა ამტკიცებს არა კაცო ეგაო ბავშვობაში საქართველოში არასწორად ავარჩიშებენო და ძვალი და კუნდი ცუდათ ვითარდებაო.დ არა ბატონებო პრობლემა ქარტველთა ტვინშია და არა ძვალ-კუნთ-მენჯბარძაყში.დ
Kkk
03 ივნისი 2020 17:26
0
და დარწმუნებული ვარ,რომ ოთარ კიტეიშვილიც ჩაეწერება,კალა,კობი,ქეცბას სიაში. ბიჭი რომელიც საკუთარ თავზე მუშაობს და თვიდან თვემდე ვითარდება.აი დანარჩენების რა ვთქვა,იმედია ჩაკვეტაძეც მოეგება გონს,ცოტა იღბალიც ხელს შეუწყობს და ბოლოს და ბოლოს დაიწყებს ფეხბურთის თამაშს.
საქართველო
02 ივნისი 2020 21:43
2
რეჟიმს იცავდა, შოთა, კალაძე, კობიაშვილი, იაშკა, ქეცბა, ხიზანა და მაგათ კარიერასაც დაეტყო კიდეც....
გაითვალისწინონ ახალგაზრდებმა
გია
02 ივნისი 2020 20:44
2
გოგა ძან გამაცინე, არ ვარ ხიზანა:)))) ისე მაგი მართლა იცავდა რეჟმს ეტყობა, თორე რაც ითამაშა მაგის შესაძლებლობის მოთამაშე ისე ვერ ითამაშებდა...
გია
03 ივნისი 2020 12:49
0
ხიზან გამოდი გიცანი :დ
გოგა
03 ივნისი 2020 11:51
1
აბრალოს მერე სხვებს
ka
02 ივნისი 2020 18:54
1
და რა გიკვირთ, არ იზამდა ქართველი თუ რა?
იმიტომაცაა არაფერი მისგან რომ არ გამოვიდა.
ანანიძის არ იყოს..
ჯერი
02 ივნისი 2020 18:46
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული