ბრეშიას მწვრთნელი: ბალოტელი კარანტინის დროს Zoom-ში არ შემოდიოდა

AutoSharing Option
დღეს ცნობილი გახდა, რომ "ბრეშიამ" მარიო ბალოტელის კონტრაქტი შეუწყვიტა. მიზეზი კი ვარჯიშების გაცდენა დასახელდა. მომხდარს ეხმაურება გუნდის მთავარი მწვრთნელი დიეგო ლოპესი.

"ცხოვრებაში მნიშვნელოვანია ფაქტები და არა სიტყვები. ჩვენ ის ვართ, რასაც ვაკეთებთ და არა რასაც ვამბობთ.

გუნდი ერთი გზით წავიდა, მარიომ სხვა აირჩია. კარანტინის პერიოდში ის ერთხელაც არ გამოჩენილა Zoom-ის ვიდეო ჩატში. იმ შემთხვევაშიც თუ ის ამბობს, რომ მზად არის, მისი ამჟამინდელი ფიზიკური ფორმა თავის გუნდელებთან შედარებით არადამაკმაყოფილებელია.

მას შემდეგ, რაც ნება დაგვრთეს ვარჯიშები გაგვეგრძელებინა სამწვრთნელო ბაზაზე, ის ყოველთვის მარტო
თავისთვის ვარჯიშობდა. ეს მისი არჩევანია." - განაცხადა ლოპესმა Corriere della Sera-სთან ინტერვიუში.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული