"მილანთან" იტალიის თასის განმეორებითი ნახევარფინალური მატჩის (0:0) შემდეგ კომენტარი "იუვენტუსის" მწვრთნელმა მაურიციო სარიმ გააკეთა.
"პირველი 30 წუთი თამაშით გაკვირვებული და კმაყოფილი დავრჩი. "იუვენტუსი" ძალიან სწრაფად უტევდა და სრულად დომინირებდა, კონტის გაძევებამდიდაც.
ამის შემდეგ თანდათან ტემპს მოვუკელით, რაც ცარიელ სტადიონზე სარისკოა. პოზიტივი იმაშია, რომ მეტოქეს თამაშის საშუალება საერთოდ არ მივეცით.
ფეხბურთელებს ფიზიკურ ფორმაში ჩასადგომად კიდევ გარკვეული დრო დასჭირდებათ. მოთმინება გვმართებს, თუმცა პირველმა 30-მა წუთმა დამაიმედა.
ფეხბურთელებს ფიზიკურ ფორმაში ჩასადგომად კიდევ გარკვეული დრო დასჭირდებათ. მოთმინება გვმართებს, თუმცა პირველმა 30-მა წუთმა დამაიმედა.
მთავარია ფინალში გავედით. ვინაიდან მატჩები უმაყურებლოდ იმართება, "ნაპოლიმ" "ინტერთან" საკუთარი მოედნის უპირატესობა დაკარგა", - ციტირებს სარის Football
Italia.