ზლატანის სითავხედეს საზღვარი არ უჩანს - "მილანს" დიდი ხელფასი მოსთხოვა

AutoSharing Option
Corriere della Sera-ს მიხედვით, შვედმა ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, რომელსაც "მილანთან" კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება, კლუბს ხელშეკრულების გახანგრძლივებისთვის საკუთარი პირობები წარუდგინა.

წყაროს ცნობით, იბრაჰიმოვიჩი "მილანში" დასარჩენად მზად არის, თუმცა ახალი კონტრაქტი მისთვის ფინანსურად უფრო მომგებიანი უნდა იყოს. ზლატანს "როსონერისაგან" წლიურად 6 მილიონი ევროს მიღება სურს. ცნობისთვის, "ლაციო" სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირ ჩირო იმობილეს მომდევნო სეზონიდან ხელფასის 4 მილიონ ევრომდე გაზრდას ჰპირდება.

ამის პარალელურად კი, შვედი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს სერია B-ში ახლად დაწინაურებული "მონცა" იჩენს, რომელიც სილვიო ბერლუსკონის საკუთრებაშია და ანტონიო გალიანი
მართავს.

იბრაჰიმოვიჩი "ლოს ანჯელეს გალაქსიდან" დაუბრუნდა "მილანს", რომლის რიგებში 2010-12 წლებში თამაშობდა. შვედმა ფორვარდმა კონტრაქტი იტალიურ გრანდთან 30 ივნისამდე გააფორმა. "შავ-წითლების" რიგებში ზლატანმა 8 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
რა გინდათ ვინც დღევანდელ მილანში თამაშობს იმათთან შედარებით ეკუთვნის.DDD
3
აფსუს რა დღეშია საცოდავი მილანი....
გია
20:39 17-06-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული