35 წლის ბრაზილიელ მცველ ტიაგო სილვას პსჟ-სთან კონტრაქტი უმთავრდება და ახალი გუნდის მოძიება მოუწევს.
ტიაგო სილვას "პარი სენ ჟერმენის" დატოვება არ უნდა და მზადაა ხელფასის შემცირებაზე დათანხმდეს, მაგრამ პარიზულ კლუბს მისი დატოვება არ სურს. ცნობისათვის, მისი სეზონური გასამრჯელო 17.4 მილიონი ევროა.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტიაგო სილვას სამსახურით "ევერტონია" დაინტერესებული, ახლა კი Sky Sport-ის ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, რომ მასთან კონტრაქტის გაფორმება "ფიორენტინას" სურს.