ბრაზილიელი და კატალონიის "ბარსელონას" აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი არტურ რამოსი კარიერას იტალიაში გააგრძელებს.
დღეს, 30 ივნისს, მან ტურინის "იუვენტუსთან" ხელშეკრულება გააფორმა. ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ კონტრაქტის მიხედვით, არტური ტურინში 4 წლით გადადის, ხოლო გარიგების საფასური 72 მილიონი ევროა.
23 წლის არტური კატალონიის "ბარსელონაში" 2018 წელს გადავიდა. მიმდინარე სეზონში მან 27 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 4 გოლი და გაიფორმა 4 ასისტი.