"ლაციოს" პრესმდივანი: მედია ჩვენზე ზეწოლას "იუვენტუსის" გამო ახორციელებს

AutoSharing Option
"ლაციოს" პრესმდივანმა არტურო დიაკონალემ სერია A-ს 28-ე ტურში "ფიორენტინას" 2:1 დამარცხების შემდეგ მედიის ზეწოლაზე ისაუბრა.

"მედიასაშუალებებისგან ზეწოლა სპეციალურად ხორციელდება, ვინაიდან "იუვენტუსს" კონკურენციას ვუწევთ და უნდათ, პრობლემები შეგვიქმნან. ეს ყველაფერი სიცრუეზეა დამყარებული, თითქოს ჩვენ კულისებს მიღმა ძლევამოსილი ხელისუფლება შევქმენით, რომელსაც მსაჯებზე ზემოქმედება შეუძლია.

უცნაური მითია და რეალობასთან არანაირი საერთო არა აქვს. ეს სულ გაისმის ჩვენი კლუბის პრეზიდენტ კლაუდიო ლოტიტოს მიმართ. არადა, ისტორიულად მძლავრი ხელისუფლება სრულიად სხვა კლუბებს ჰყავთ", - განუცხადა დიაკონალემ Football Italia-ს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული