"ინტერმა" აშრაფ ჰაკიმის ხუთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა

AutoSharing Option
Football Italia-ს ცნობით, "ინტერმა" "რეალიდან" "დორტმუნდში" განათხოვრებული მცველი აშრაფ ჰაკიმი გადაიბირა.

გამოცემის მტკიცებით, ჰაკიმიმ მედშემოწმება გაიარა და მილანურ კლუბთან ხუთსეზონიანი კონტრაქტი გააფორმა.

"ნერაძურის" მაროკოელის ტრანსფერი 40 მილიონი ევრო დაუჯდა და კიდევ 5 მილიონს "რეალს" ბონუსების სახით გადაუხდის.

"ინტერი" ტრანსფერს ოფიციალურად მომავალი სეზონის დაწყების წინ გამოაცხადებს.

ჰაკიმიმ ამ სეზონში 45 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგი ფეხბურთელია, არ უნდა გაეყიდა რეალს...თან ახალგაზრდაა,ჩემი აზრით შეცდომა დაუშვეს.
emigranti
00:22 02-07-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული