"რეალი" "ინტერს" ჰაკიმის 40 მილიონად მიჰყიდის

AutoSharing Option
"რეალიდან" "დორტმუნდში" განათხოვრებული მცველი აშრაფ ჰაკიმი დიდი ალბათობით იტალიაში გააგრძელებს კარიერას.

ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო თაავისი საიტით იტყობინება, რომ ჰაკიმი "ინტერში" გადაბარგდება. კლუბები ახლოს არიან შეთანხმების მიღწევასთან და თავად ფეხბურთელმა "ნერიაძურიში" გადასვლაზე თანხმობა განაცხადა.

ეს სიამოვნება მილანურ კლუბს 40 მილიონი ევრო დაუჯდება.

ამ სეზონში მან გერმანიის ჩემპიონატის 32 მატჩში 5 გოლი და 10 საგოლე გადაცემა მიითვალა, "რეალთან" კი კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ვერ გავიგე ინტერშია თუ დორტმუნდში.
emigranti
01:42 27-06-2020
0

სიახლეები პოპულარული