ევროპაში "საჩემპიონო ფეხბურთს" მხოლოდ "ატალანტა" თამაშობს - ბერგამოელები არ ჩერდებიან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბერგამოს "ატალანტა" ევროპული ფეხბურთის მიმდინარე სეზონში ყველასგან გამორჩეული გუნდია - კლუბი შედეგებს შემტევი, სანახაობრივი ფეხბურთით აღწევს და აი, სერია A-ს 29-ე ტურშიც საკუთარ კედლებში "ნაპოლიც" დაამარცხა - 2:0.

შეხვედრაში ორივე გოლი მეორე ნახევარში გავიდა. ანგარიში 47-ე წუთზე მარიო პაშალიჩმა გახსნა, ხოლო ზუსტად 8 წუთში სტუმრები მეორედ რობინ გოსენსმა დაამწუხრა.

29 ტურის შემდეგ "ატალანტამ" 60 ქულა მოაგროვა და იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-4 პოზიციას იკავებს. გუნდმა განვლილ შეხვედრებში 82 გოლი გაიტანა, რაც არათუ იტალიაში, არამედ ევროპაში "ბაიერნის" შემდეგ საუკეთესო შედეგია. მიუნხენელებმა
100 გოლი 34 მატჩში შეაგდეს, ბერგამოელებს კი 5 მატჩი აქვთ წინ ამ შედეგის გასაუმჯობესებლად.

აქვე, იტალიელები უკვე გავიდნენ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში და ვისაც უნდა შეხვდნენ, ამ ფეხბურთით, მინიმუმ, აუტსაიდერები არ იქნებიან.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული