4 გოლი, წითელი ბარათი - "ნაპოლიმ" და "მილანმა" პატარა საფეხბურთო წარმოდგენა დადგეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 32-ე ტურში "ნაპოლი" და "მილანი" დაზავდნენ - 2:2.

"ნაპოლი" 52 ქულით მეექვსე ადგილზეა, "მილანი" კი 50 ქულით - მეშვიდეზე.

შეცვლაზე შესული "როსონერის" 21 წლის ბელგიელი ნახევარმცველი სალემაკერსი 85-ე და 87-ე წუთებზე გააფრთხილეს და გააძევეს.

მცველმა თეო ერნანდესმა ჩემპიონატში მე-6 გოლი გაიტანა და რებიჩის შემდეგ "მილანის" მეორე საუკეთესო ბომბარდირია.

ნაპოლი - მილანი 2:2

გოლები: 0:1 ერნანდესი (20), 1:1 დი ლორენცო (34), 2:1 მერტენსი (60), 2:2 კესიე (73, პენ)

გაძევება: სალემაკერსი (87, მილანი)

მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალიან კარგი მეკარეა,დონა რუმა,მაგრამ მილანის კარში ორივე გოლში,მისი დადანაშაულება შეიძლება.მთლიანობაში,რა თამაშებსაც ვუყურებ,ისეთი შთაბეჭდილება მრჩება,რომ იტალიის ჩემპიონატი,ესპანეთის ჩემპიონატს,ხარისხით უკვე სჯობია
სოსო
09:45 13-07-2020
1
და რატომ უნდა მოეგო?
Beqa
09:57 13-07-2020
0

სიახლეები პოპულარული