საოცრება "სან სიროზე" - "მილანმა" "იუვეს" 4 გოლი გაუტანა და დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დედა, რა იყო ეს, ა?

სერია A-ს 31-ე ტურში "მილანმა" საკუთარ მოედანზე "იუვენტუსს" 4:2 სძლია, თანაც 62-ე წუთამდე 0:2-ს აგებდა!

ამით იტალიის ჩემპიონატზე "იუვეს" მოგებათა 7-მატჩიანი სერია შეწყდა.

"როსონერიმ" "ბიანკონერის" ჩემპიონატზე 31 წლის შემდეგ პირველად გაუტანა 4 გოლი.

"ბებერმა ქალბატონმა" სერია A-ში 2013 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად გაუშვა 4 გოლი.

რონალდომ, 2007/08 წლების სეზონიდან მოყოლებული, მეათედ გაიტანა 25+ გოლი - ეს ტოპ-5-ის ჩემპიონატებში "ბარსელონას" თავდამსხმელ ლეო მესისთან ერთად საუკეთესო შედეგია. კრიშტიანოს ჩემპიონატის ზედიზედ მე-17 შეხვედრაში ან გოლი გააქვს და ან
საგოლე გადაცემას აკეთებს.

"იუვეს" 25 წლის ნახევარმცველმა ადრიენ რაბიომ 2018 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად გაიტანა გოლი და თან რა გოლი!

ლიდერი "იუვენტუსი" მეორეადგილოსან "ლაციოს" 7 ქულით უსწრებს და 11 ივლისს "ატალანტას" უმასპინძლებს.

მილანი - იუვენტუსი 4:2
გოლები: 0:1 რაბიო (47), 0:2 რონალდო (53), 1:2 იბრაჰიმოვიჩი (62, პენ), 2:2 კესიე (66), 2:3 ლეაუ (67), 2:4 რებიჩი (80)

მკითხველის კომენტარები / 2 /
ეგრე რა თქვე დალოცვილებო დაბრუნდით და აღკვეთეთ იუვენტუსის ჰეგემონია, აბა ლაციოების, ნაპოლების და ინტერების კონკურენცია არ გაიშვა არსად.DDDDD
5
ძლივს ,დღეს კი დამეძინება გემრიელად ამდენი წლების შემდეგ.
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული