სერია A-ს 36-ე ტურში "იუვენტუსმა" ტურინში "სამპდორია" 2:0 დაამარცხა და ზედიზედ მეცხრედ გახდა იტალიის ჩემპიონი.
61 წლის მაურიციო სარი სკუდეტოს მომპოვებელი ყველაზე ასაკოვანი მწვრთნელია.
ნამატჩევს გასახდელში ხუან კუადრადომ სარის თავზე საპნის ქაფი დაასხა, რის შემდეგაც მან შამპანური დალია და თავისი საყვარელი სიგარეტიც მოწია.
სარიმ თქვა, რომ ოქროს მედლების მოპოვება ადვილი არ იყო, ეს პარკში გასეირნება არ გახლდათ და განსაკუთრებული გრძნობაა.
თუმცა მთავარი ბრძოლა "იუვენტუსს" წინა აქვს - 7 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგაზე "ლიონთან".
დააცალეს" style="height: 50px; width: 50px;" />"იუვენტუსმა" ზედიზედ მეცხრედ მოიპოვა სკუდეტო - რონალდოს გოლი და გაცუდებული პენალტი [VIDEO]