ბერგამოს "ატალანტამ" გასვლაზე "პარმა", ანგარიშით 2:1 დაამარცხა და კლუბის ისტორიაში საუკეთესო შედეგთან ძალიან ახლოსაა. ამისთვის ბოლო ტურში საკუთარ კედლებში მილანის "ინტერი" უნდა დაამარცხოს.
"პარმასთან" გამართულ შეხვედრაში კი ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს - ჟერვინიოს პასით გოლი აწ უკვე "იუვენტუსში" გადაბარგებულმა 20 წლის შვედმა დეიან კულუსევსკიმ გაიტანა.
"ატალანტას" უკრაინელმა ლეგიონერმა რუსლან მალინოვსკიმ 70-ე წუთზე საჯარიმო დარტყმიდან ანგარიში გაათანაბრა, ხოლო გამარჯვება სტუმრებს გუნდის კაპიტანმა ალეხანდრო "პაპუ" გომესმა 84-ე წუთზე მოუტანა.
ამ გამარჯვების შემდეგ "ატალანტამ" სერია A-ს მიმდინარე სეზონში 78 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე იმყოფება. ბოლო ტურში კი საკუთარ კედლებში მილანის "ინტერს" შეხვდება, რომელიც ბერგამოელებს 1 ქულით უსწრებს. გამარჯვების შემთხვევაში გასპერინის შეგირდები "ატალანტას" ისტორიაში საუკეთესო შედეგს დააფიქსირებენ და იტალიის უმაღლეს ჩემპიონატში მეორე ადგილს დაიკავებენ.
"ატალანტამ" მეორე შემადგენლობითაც 6 გოლი გაიტანა და "იუვეს" მიუჩოჩდა [VIDEO]
"იუვენტუსი" "ატალანტასთან" მარცხისგან რონალდომ 2 პენალტით იხსნა [VIDEO]