"ატალანტა" არ ჩერდება - მე-19 წაუგებელი თამაში და გადამწყვეტი მატჩი "ინტერთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბერგამოს "ატალანტამ" გასვლაზე "პარმა", ანგარიშით 2:1 დაამარცხა და კლუბის ისტორიაში საუკეთესო შედეგთან ძალიან ახლოსაა. ამისთვის ბოლო ტურში საკუთარ კედლებში მილანის "ინტერი" უნდა დაამარცხოს.

"პარმასთან" გამართულ შეხვედრაში კი ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს - ჟერვინიოს პასით გოლი აწ უკვე "იუვენტუსში" გადაბარგებულმა 20 წლის შვედმა დეიან კულუსევსკიმ გაიტანა.

"ატალანტას" უკრაინელმა ლეგიონერმა რუსლან მალინოვსკიმ 70-ე წუთზე საჯარიმო დარტყმიდან ანგარიში გაათანაბრა, ხოლო გამარჯვება სტუმრებს გუნდის კაპიტანმა ალეხანდრო "პაპუ" გომესმა 84-ე წუთზე მოუტანა.

ამ გამარჯვების შემდეგ "ატალანტამ" სერია A-ს მიმდინარე სეზონში 78 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში
მე-3 ადგილზე იმყოფება. ბოლო ტურში კი საკუთარ კედლებში მილანის "ინტერს" შეხვდება, რომელიც ბერგამოელებს 1 ქულით უსწრებს. გამარჯვების შემთხვევაში გასპერინის შეგირდები "ატალანტას" ისტორიაში საუკეთესო შედეგს დააფიქსირებენ და იტალიის უმაღლეს ჩემპიონატში მეორე ადგილს დაიკავებენ.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული