იბრაჰიმოვიჩი: ბენჯამინ ბატონივით ვარ, ოღონდ ყოველთვის ახალგაზრდა ვიყავი

AutoSharing Option
"მილანის" თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა სერია A-ს 37-ე ტურში "სამპდორიასთან" (4:1) დუბლი და საგოლე გადაცემა მიითვალა და პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ორივე მილანურ გუნდში 50+ გოლი გაიტანა. ნამატჩევს მან ჩვეულად თავი შეიქო.

"ხალხი მეუბნება, რომ ბებერი ვარ და ვიხრჩობი, მაგრამ მე მხოლოდ ვხურდები. თითქოს ბენჯამინ ბატონი ვარ (ბრედ პიტის პერსონაჟი ფილმ "ბენჯამინ ბატონის უცნაურ ისტორიაში", რომელიც მოხუცად დაიბადა და ყოველ წელს ახალგაზრდავდებოდა). თუმცა მე მუდამ ახალგაზრდა ვიყავი, მოხუცებული კი - არასოდეს!

პიოლიზე მხოლოდ კარგი შემიძლია ვთქვა. კ
არგად იმუშავა. ბევრს აკრიტიკებდნენ და არ იცოდა, რა ელოდა. ასე რომ, ახალი კონტრაქტი დაიმსახურა.

ახლა უნდა გავიგოთ, როგორი იქნება გუნდი, რომელიც მას მიჰყვება", - განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა Milan TV-ის ეთერში.

მკითხველის კომენტარები / 1 /
Kaciii legendaa !!!
Shoti
12:39 30-07-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული