16 წლის თავდამსხმელმა სამუელ მბანგულამ "იუვენტუსთან" კონტრაქტი გააფორმა.
ინფორმაციას იტალიელი სპორტული ჟურნალისტი ნიკოლა სკირა "თვითერის" მეშვეობით ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ახალგაზრდა ფორვარდმა 3-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. 2004 წელს დაბადებულმა ფეხბურთელმა "ანდერლეხტი" უკვე დატოვა და ტურინში გაფრინდა.
8 აგვისტოს "იუვენტუსმა" მაურიციო სარი თანამდებობიდან გაათავისუფლა, ხოლო ახალ მთავარ მწვრთნელად ანდრეა პირლო დანიშნა. პირლომ კი დღის წესრიგში 4 ფეხბურთელის გაშვების საკითხი დააყენა. ერთი, ბლეზ მატიუიდი უკვე წავიდა.