"გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, მწვრთნელი ჯენარო გატუზო "ნაპოლისთან" კონტრაქტის გაგრძელებისგან თავს იკავებს.
საქმე ისაა, რომ კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს უნდა, გატუზო დიდხანს იყოს გუნდის თავკაცი, ხელშეკრულების 2023 წლის ზაგხულამდე გაგრძელებას და მასში სპეციალური პუნქტის შეტანას სთხოვს, რომლის მიხედვით, თუ ნავსაყუდელის გამოცვლას გადაწყვეტს, ვალდებული იქნება, 7 მილიონი ევრო გადაიხადოს.
გატუზომ "ნაპოლი" გასულ წელს ჩაიბარა და კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდე გაუფორმეს.
გატუზომ "ნაპოლი" გასულ წელს ჩაიბარა და კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდე გაუფორმეს.