"დავიდ სილვას, როგორც პიროვნებას, პატივს არ ვცემ" - "ლაციოს" დირექტორი

AutoSharing Option
"ლაციომ" დავიდ სილვას "რეალ სოსიედადში" გადასვლის შესახებ კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, სილვა ივლისის ბოლოდან იტალიელებთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს, თუმცა ესპანურ გუნდში ისე გადავიდა, რომ "ლაციოს" წარმომადგენლებისთვის არაფერი უთქვამს.

"გავიგე, რომ დავიდ სილვა "რეალ სოსიედადში" გადავიდა. როგორც ფეხბურთელს, მას პატივს ვცემ, როგორც ადამიანს კი - არა", - ამბობს არწივების დირექტორი იგლე ტარე.

Football Italia-ს ცნობით, "ლაციოს" წარმომადგენლები განრისხებულნი არიან იმით, რომ სილვამ არ შეატყობინა "სოსიედადში" გადასვლის შესახებ. მათ სიტყვიერი შეთანხმება ჰქონდათ და ესპანელ ფეხბურთელს იტალიაში სამედიცინო შემოწმებაც ჩანიშნული ჰქონდა. ბოლო დღეებში დავიდი ტელეფონს
არ პასუხობდა და უპასუხისმგებლოდ იქცეოდა.

"ლაციოსთან" ფეხბურთელს 3-წლიანი კონტრაქტი 3-მილიონევროიანი შეთანხმებით უნდა გაეფორმებინა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ქალაქურად რომ ვთქვათ დაიკიდა სილვამ ლაციო))
გიო
16:27 18-08-2020
2
ნაპოლის არა, პერუჯას დირექტორი :))))
ნწ ნწ ნწ
17:12 18-08-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული