მოსკოვის "სპარტაკის" მცველი და კაპიტანი გიორგი ჯიქია "ნაპოლის" ინტერესების სფეროში აღმოჩნდა.
ინფორმაციას Corriere del Mezzogiorno ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ნეაპოლურ გუნდს ცენტრალური მცველი სჭირდება, რამდენადაც კალიდ კულიბალი, სავარაუდოდ, "მანჩესტერ სიტიში" გადავა. თუმცა ჯიქია ერთადერთი ფეხბურთელი არ არის, ვისითაც იტალიელები ინტერესდებიან. მათ რადარზეა, ასევე, ლონდონის "არსენალის" სოკრატის პაპასტატოპულოსი და "ლილის" მცველი გაბრიელი.
Exla cert jiqia kulibalis shemcvlelat undato.... An chven ras gvatyuebt an tavs Rad ityuebt....
აქედან გამომდინარე რაში ადარდებს ჩვენს ქართულ სპორტულ საზოგადოებას, რომელიღაც რუსული კლუბის რუსი ფეხბურთელი, რომელიც რუსეთის ნაკრებში თამაშობს ნაპოლიში წავა თუ ბოტაფოგოში? ქართული გვარი არი საინტერესო?