"იუვენტუსი" ჰედირასა და იგუაინს თავიდან მოიშორებს

AutoSharing Option
ვეტერანები ანდრეა პირლოს გეგმებში არ შედიან

"იუვენტუსი" სემი ჰედირასთან და გონსალო იგუაინთან კონტრაქტის გაწყვეტაზე აწარმოებს მოლაპარაკებას.

ორივეს ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულში უმთავრდება და ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს ცნობით, "იუვეს" მაათთან დამშვიდობება უნდა.

"იუვენტუსი" უკვე დატოვა ერთმა ვეტერანმა, ბლეზ მატიუიდმა, რომელიც მაიამის "ინტერში" გადავიდა.

გასულ სეზონში ჰედირამ 18 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ხოლო იგუაინმა 44 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული