უფასოდ წამოვიყვანე და იმავე კლუბს 100 მლნ-ად მივყიდე - "ინტერის" გენდირექტორმა კარიერის საქმე დაასახელა

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" გენერალურმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ, რომელიც 2010-18 წლებში ტურინის "იუვენტუსში" მუშაობდა, საკუთარი კარიერის საუკეთესო გარიგება დაასახელა.

"დირექტორები მუდმივად ცდილობენ ფეხბურთელების, რაც შეიძლება დაბალ ფასად ხელში ჩაგდებას და შემდეგ მათ მაქსიმალურად ძვირად გასხვისებას.

მიმაჩნია, რომ ამ იდეის საუკეთესო ხორცშესხმა ჩემს კარიერაში საუკეთესო საქმე გახლავთ: გარიგება პოლ პოგბაზე. რაც უნდა გასაკვირი იყოს, "მანჩესტერ იუნაიტედმა" ის ჩვენს რიგებში უფასოდ გამოუშვა, უკან კი 100 მილიონ ევროდ მივყიდეთ", - განაცხადა მაროტამ.

ფრანგი ნახევარმცველი 2012 წელს ტურინის "იუვენტუსში" გადავიდა, 2016 წელს კი "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნდა.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით



მკითხველის კომენტარები / 1 /
საბჭოთა კავშირის დროს,რადიოში მოსმენილი რადიოდადგმა,"მატნელი კაცი" გამახსენდა.ქათმების ჭამაზე გარყვნილი ღორი,მატნელ კაცს რომ მიჰყიდეს და შემდეგ ორმაგ ფასში,ისევ თვითონ შეისყიდეს,მთვრალებმა.
სოსო
20:01 02-09-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული