გარიგება პორტუგალიურად - რონალდომ პეპეს ვილა ფასდაკლებით მიჰყიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კრიშტიანო რონალდომ ბუნებაში ჩაფლული თავისი სასახლე თავის საფეხბურთო პარტნიორ პეპეს მიჰყიდა. სახლი, რომელიც ჟერესის ეროვნულ პარკში დგას, კრიშტიანომ 7 წლის წინ 3.5 მილიონ ევროდ ააშენა, თუმცა თავის მეგობარს ფასდაკლება გაუკეთა და 1.25 მილიონი ევროთი დაბალ ფასად მიჰყიდა.

ესპანური გამოცემა Correio da Manhã წერს, რომ აღნიშნული საცხოვრებელი, საიდანაც კანისაადას კაშხლის შესანიშნავი ხედები მოჩანს, რონალდოსთვის ყოველდღიური ცხოვრებიდან გაქცევის ფავორიტი ადგილი იყო.

მაშინ, როცა ასეთ მნიშვნელოვან სახლს ყიდი, ვის უნდა მიჰყიდო ის, თუ არა ადამიანს, ვისთან ერთადაც 263 შეხვედრაში გითამაშია. პეპეს, რომელიც "ბეშიქთაშიდან"
"პორტუში" დაბრუნდა, ახლა შესანიშნავი დასასვენებელი ვილა აქვს თავისი საცხოვრებლიდან 55 მილის მოშორებით.

აღნიშნული სასახლე 800 კვ/მ-ზე უფრო დიდი მოცულობისაა. შენობაში არის ჯაკუზი, თურქული აბანო. სახლის ეზო ნახევარი ჰექტარია და მასში აუზი და ვერტმფრენის დასაჯდომი სივრცეც არის.

ბრიტანული გამოცემა ვარაუდობს, რომ გაჭირვებულ რონალდოს მარბელაზე ახალი სახლის შესაძენად ფული არ ეყო და ამიტომ გადაწყვიტა პორტუგალიაში მდებარე სახლის გაყიდვა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ვიდეო რატომ იხსნება თავისით???სტატიის წაკითხვას ვერ მოასწრებ და სხვა გვერდზე გადადის!!!თუ მინდა თავად გავხსნი!!!ან კომენტარს წერ და ვიდეო იხსნება!!!რა არის,რა უბედურებაა!!!შეაზიზღებთ ადამიანს აქ შემოსვლას!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
alex
21:56 02-08-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული