სერია A-ს მეორე ტურში რიცხობრივ უმცირესობაში მყოფმა "იუვენტუსმა" სტუმრად ფრეს მიაღწია "რომასთან" - 2:2.
მასპინძელთა გუნდში დუბლი ვერეტუმ შეასრულა, ხოლო სტუმრებისაში - რონალდომ. აღსანიშნავია, რომ მსაჯმა 62-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა რაბიოს და "ბებერი ქალბატონი" კაცნაკლული დარჩა.
მომავალ ტურში "იუვე" "ნაპოლის" უმასპინძლებს, "რომა" კი გასვლაზე "უდინეზეს" დაუპირისპირდება.
რონალდომ ევროპის ტოპ 5 ლიგის ჩემპიონატებში 450 გოლი გაიტანა და რეკორდსმენი გახდა.
რომა - იუვენტუსი 2:2
გოლები: ვერეტუ (31, პენ), 1:1 რონალდო (44, პენ), ვერეტუ (45), 2:2 რონალდო (70)
გაძევება: რაბიო (62)