ითამაშებს თუ არა რონალდო "ბარსელონას" წინააღმდეგ?

AutoSharing Option
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდას, კრიშტიანო რონალდოს 13 ოქტომბერს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის ფონზე, პორტუგალიელი ვარსკვლავი 10 დღე იზოლირებული იქნება, დროის ამ პერიოდში კი ის 3 შეხვედრას გამოტოვებს.

ის ეროვნულ ნაკრებს - შვედეთთან, "იუვენტუსს" კი "კროტონესა" და კიევის "დინამოსთან" ვერ დაეხმარება.

გავრცელებული ცნობების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ 23 ოქტომბერს რონალდოს ტესტის შედეგი უარყოფითი იქნება, ის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ბარსელონას" წინააღმდეგ ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ "ბებერი ქალბატონი" კატალონიურ გრანდს 28 ოქტომბერს დაუპირისპირდება.

altრონალდოს კორონავირუსი დაუდასტურდა

მკითხველის კომენტარები / 1 /
როგორც ელკლასიკო ზეიმი იყო საფეხბურთო სამყაროსთვი ასევე ყველა ველოდებით ამ ორი უდიდესი ფეხბურთელის პირისპირ შეხვედრას და გულდასაწყვეტი იქნება თუ არ შედგა.კარგი ის არის რომ ისინი ერთმანეთის მიმართ დიდი პატივისცემით არიან განწყობილები განსხვავებით ფანებისა სადაც განსაკუთრებული აგრესიით მესისტები გამოირჩევიან.
ამაშია საქმე. პელეს ფანი
12:34 16-10-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული